მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო უანგარო დონორთა აქციას ,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე’’–ს შეუერთდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში სისხლი ,,ს.ს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის’’ თანამშრომლებს ჩაააბარეს.
უანგარო დონორთა აქცია, დილიდან, დედაქალაქის საკრებულოს ფოიეში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ,,ს.ს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტში’’ მკურნალობას ლეიკემიით დაავადებული პაციენტები გადიან.
„დედაქალაქის საკრებულოს ძალიან დიდი სურვილი აქვს და ყოველთვის ისწრაფვის, რომ ქალაქის ცხოვრებაში იყოს ჩართული. განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც ჩვენი დახმარება და მხარში დგომა სჭირდება.
დღევანდელი დღე, მით უფრო, რომ ეს არის ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო და ამავე დროს, მტკიცე მხარდაჭერა გამოვთქვა, რომ საკრებულოს წევრები ყოველთვის ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით იდგებიან“, –განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
თავის მხრივ ,,ს.ს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის’’ დირექტორის მოადგილემ თინა ჯანაშვილმა ინსტიტუტისა და მისი პაციენტების სახელით დედაქალაქის საკრებულოს აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა საკრებულოს ასეთი ორგანიზებული აქციისთვის. აღფრთოვანებული ვარ თავმჯდომარის, დეპუტატებისა და თანამშრომლების ასეთი აქტიურობით. მადლობა, რომ თბილისის საკრებულო ჩაერთო პროგრამაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – განაცხადა თინა ჯანაშვილმა.
სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
ნოემბერი 10,2022